"არ არსებობს საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი" - ასე გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტრო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს. ოცნება ამერიკისგან ისევ მტკიცებულებებს მოითხოვს. ჯიმ ობრაიენი ამერიკის ხმასთან აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია, ომის შემდეგ კი მსგავსი საქმიანობა სანქციების ქვეშ მოექცა