საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყება

საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტს დაიწყება

საქართველო - საბერძნეთის მატჩის ონლაინ ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

ეროვნული ნაკრების ცნობით, ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში - TKT.ge-ზე გაიყიდება.

თითოეულ მომხმარებელს, მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. ბილეთების ფასი: 10, 20, 30 და 50 ლარი იქნება.

***

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურის ნაკრები ანგარიშით 2:0, 21 მარტს დაამარცხა. ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გადავიდა.