საქართველო "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების შესახებ EU-ს გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

საქართველო "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების შესახებ EU-ს გადაწყვეტილებას არ შეუერთდა

საქართველო ე.წ. მაგნიტსკის სიის 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არ შეუერთდა. შესაბამისი ინფორმაცია საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში გავრცელდა.

ბორელის განცხადების თანახმად, "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს კანდიდატმა ქვეყნებმა - ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, ალბანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, ასევე ისლანდიამ, ლიხტენშტაინმა და ნორვეგიამ. მხარდამჭერი ქვეყნების სიაში საქართველო არ არის.

ამავე განცხადების მიხედვით, საქართველომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეისა და არაღიარებული დნესტრისპირეთის ლიდერების წინააღმდეგ სანქციებს. 2020 წელს საქართველო ევროპულ "მაგნიტსკის სიას" შეუერთდა, თუმცა სანქციების გახანგრძლივების შემდგომ გადაწყვეტილებებში საქართველო ნახსენები არ არის.

შემდგომ გადაწყვეტილებებში სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შემდგომ გადაწყვეტილებებში ქვეყანა ნახსენები არ არის.

ფორმულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყების პასუხს, თუ რატომ არ შეუერთდა ქვეყანა ევროკავშირის "მაგნიტსკის სიის" გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

***

მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.