საქართველო 2025 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმსა და თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ფორმულას ქართული ოცნების მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, რომ მიწვევა არცერთი ღონისძიებიდან არ მიუღიათ.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ასევე, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტები. ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.