"საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!" - ალექსანდრე ძაძამიამ პარლამენტის აპარატი დატოვა

"საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!" - ალექსანდრე ძაძამიამ პარლამენტის აპარატი დატოვა

პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე ძაძამია თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ ის LinkedIn-ზე წერს და აქვეყნებს სამსახურიდან წასვლის შესახებ ბრძანებას, წარწერით: "საკუთარი სინდისის ხმა ყველაზე ღირებულია!".