საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებაზე სხდომა დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავს პლენუმი მოსამართლეების შემადგენლობით: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.
პლენუმის შემადგენლობაშია მოსამართლე ირინე იმერლიშვილიც, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრება.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნულ სარჩელებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს.