საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არჩევნების შესახებ დაარეგისტრირა. შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტმა არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემბერს შეიტანა.

საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში სცადონ სამართლებივი დავა.

"ხვალ დილას შემაქვს საკონსტიტუციოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევის გამო, რომელსაც ჰქვია ფარულობა და საყოველთაობა. ეს არის არა იმიტომ, რომ მჯერა საკონსტიტუციოსი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ინსტიტუტი აღარაა დამოუკიდებელი და ამის მტკიცებულება მივიღეთ არაერთხელ, მაგრამ ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არცერთი სამართლებრივი დავა არ უნდა დარჩეს ისე, რომ ბოლომდე არ ვცადოთ.