საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონზე სარჩელების განხილვას 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყებს.
საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.
გარდა ამისა, ომბუდსმენი აღნიშნულ სარჩელებზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას წარუდგენს და პოზიციას ამ ფორმით დააფიქსირებს.