თანამდებობის პირები, რომლებიც პარტიულ სიებში ჩაწერეს, სამსახურებს ტოვებენ. საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები, გუბერნატორი, მინისტრი. უმეტესობა ქართული ოცნების წარმომადგენელია. არის ერთი გამონაკლისიც - საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა დღეს ზუგდიდში, გიგა ფარულავა გახარიას პარტიას წარმოადგენს და ის სადეპუტატო სიაშია. სამეგრელოში პოსტიდან წავიდა გუბერნატორიც, ისიც ქართული ოცნების სიაშია. თანამდებობის პირებს კაბინეტების დასაცლელად ერთი დღე დარჩათ.