პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტული პასუხი არ გასცა, რატომ გაათავისუფლა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. პაპუაშვილმა ფაქტს მოკლე შეფასება მისცა და ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება უწოდა. კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკას 11 წელი ხელმძღვანელობდა. მწერლის ინფორმაციით, ერთ-ერთ არგუმენტად პარლამენტის თავმჯდომარემ სწორედ ეს საბაბი დაუსახელა. ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავეში კონსტანტინე გამსახურდია ჩაუდგება.