ყაზბეგის მერმა დაკრძალვაზე მოქალაქეს ხელი დაარტყა. ამ ინფორმაციას თავად ხელისუფლების წარმომადგენელი უარყოფს, მაგრამ ფორმულას ადგილობრივები უდასტურებენ. კონფლიქტის მიზეზი ჰესია, რომელსაც სხვებთან ერთად, მარტია პაპიაშვილის ეწინააღმდეგება. ფიზიკური ანგარიშსწორება არ არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის დასაშენებლად იყენებს. თვეებია წნეხია საჯარო მოხელეებსა და სოციალურად დაუცველებზე, რომ ხელი მოაწერონ ჰესის მშენებლობის მხარდასაჭერ ტექსტს. შაბათის ფორმულას გამოძიებით, ყაზბეგში ჰესის მშენებლობა ივანიშვილის ბიძაშვილის რუსულ ინტერესებს ემსახურება.