საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სააპელაციომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.
"თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24 საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საია-ს მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი.
ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, სასამართლომ არ დაიცვა ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლება.
შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.