საგარეჯოში ენმ-სა და ჟურნალისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ

საგარეჯოში ენმ-სა და ჟურნალისტებს ქართული ოცნების მხარდამჭერები თავს დაესხნენ

საგარეჯოში ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ჟურნალისტებს ქართული ოცნების ორგანიზებული ჯგუფი თავს დაესხა.

ნაციონალური მოძრაობა საგარეჯოში საპენსიო რეფორმას წარადგენდა ამომრჩეველთან, როდესაც მმართველი გუნდის მხარდამჭერები გამოჩნდნენ. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დიდი ზომის ქვებს ისვრიან და იგინებიან. ქვებს ესვრიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.

თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ფორმულას ოპერატორს, სულხან ჭკადუას.

"ეს კიდევ ერთხელ არის სუს-ის, ქართული ოცნების, რუსი ოლიგარქის ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე. ნახეთ, რამხელა ქვებს ისვრიან. პენსიონერებთან არის შეხვედრები, ეს რომ ვინმეს მოხდეს, სასიკვდილოდ იმეტებენ", - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

30 ივნისს ქართული ოცნების ორგანიზებული ჯგუფები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ენმ-ს კასპშიც.