საგარეჯოში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

საგარეჯოში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ მანავთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

არხის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ექვსივე დაშავებული საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსშია გადაყვანილი, მათგან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს.