საგანგებო: ჩხოროწყუს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო: ჩხოროწყუს ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებოს ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი იყო ჩართული. მათივე თქმით, ამ დროისთვის ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება მიმდინარეობს.