საგანგებო: ამ კვირაში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, იზრდება ტყის ხანძრების რისკი

საგანგებო: ამ კვირაში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, იზრდება ტყის ხანძრების რისკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.

უწყება მოუწოდებს მოსახლეობას, ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.

"აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს"- აცხადებენ უწყებაში.