საგამოძიებომ 2023 წელს პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის 14 პირი ამხილა, მათგან 5 - დააკავა

საგამოძიებომ 2023 წელს პირადი ცხოვრების ხელყოფისთვის 14 პირი ამხილა, მათგან 5 - დააკავა

2023 წლის პერიოდში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის 14 პირი ამხილა, მათგან 5 დააკავა. უწყების ინფორმაციით, არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფაილები.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გოგოების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის 1995 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

გამოძიების თანახმად, წალკის რაიონში მცხოვრებმა ბრალდებულმა, სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლის გამოყენებითაც 2023 წლის მაისსა და სექტემბერში სამ არასრულწლოვან გოგოსთან კომუნიკაცია დაამყარა და მოტყუებით ინტიმური შინაარსის ვიდეოები და ფოტოები გააგზავნინა:

"მათ შორის, ორი დაზარალებული არასრულწლოვნისგან გაგზავნილი ინტიმური შინაარსის ფოტო საჯაროდ განათავსა მის მიერ შექმნილ სოციალური ქსელის ყალბ გვერდზე, აღნიშნული გზით დაზარალებულებს დამატებით ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და გადაგზავნა აიძულა.
საგამოძიებო მოქმედებები ჩატარების შედეგად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ლ.შ. დააკავა და მას ბრალდება გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

ამასთან, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის საქმეზე 3 პირი ამხილა. გამოძიების თანახმად, 2023 წლის ივლისში, სამეგრელოს რეგიონში, სკოლის მოსწავლე გოგომ Facebook-ით ნაცნობ 14 წლის ბიჭს საკუთარი ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეო გადაუგზავნა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული მასალა მის ორ მეგობარს გაუზიარა.

დანაშაულში გამოვლენილი 3 არასრულწლოვნის ქმედების შედეგად, დაზარალებული გოგოს ინტიმური შინაარსის ფოტო მის კლასელებში გავრცელდა, რითაც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო.

რაც შეეხება დანაშაულში მხილებულ დანარჩენ 10 პირს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, როგორც ნაცნობ, ასევე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილ დაზარალებულებთან ურთიერთობა სხვადასხვა დროს ჰქონდათ. ისინი დაზარალებულების პირადი ცხოვრების ამსახველ ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მობილური ტელეფონებითა და სოციალური ქსელებით მოიპოვებდნენ და ასევე, სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაზარალებულების ახლობლებსა და სხვა პირებს უგზავნიდნენ.