ჰექსოგენის საქმეზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

ჰექსოგენის საქმეზე დაკავებული უკრაინის მოქალაქეები სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეთქებადი ნივთიერების, ჰექსოგენის საქმეზე დაკაებული უკრაინის 2 მოქალაქე პატიმრობაში გაუშვა.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 12:00 საათზე ჩანიშნა.

სუს-მა უკრანელი მოქალაქეების დაკავების შესახებ ცნობა გუშინ გაავრცელა.

მდინარაძის უწყების განცხადებით, საქართველოში შემოსულ მანქანაში იპოვეს "წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, "დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით".