კონსტიტუციის დარღვევით, საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებითა და პარალიზებით ქართული ოცნება სასამართლო კლანს იცავს. უკვე მეორედ ივანიშვილის დეპუტატები საბოტაჟს მიმართავენ. ოცნება დღესაც დარბაზში იჯდა, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარა, ამით განზრახ შეუშალა ხელი ოპოზიციის კონსტიტუციურ უფლებას - შექმნას საგამოძიებო კომისია.