ვინ სად დააბანდებს საპენსიო დანაზოგს, მოქალაქეებს 7 სექტემბრამდე აქვთ დრო არჩევანისთვის. არსებობს დაბალ, საშუალო და მაღალ რისკიანი პორტფელები. ვინც ამ კონკრეტულ თარიღამდე არ იმოქმედებს, შემდეგ თავად საპენსიო სააგენტო გადაწყვეტს, საით მიმართოს ფული. მოქალაქეები სათანადოდ არ არიან ინფორმირებულები. საპენსიო დანაზოგის განკარგვის წესი სპეციალისტების კრიტიკას იწვევს.