შაბათის ფორმულას ექსკლუზივი - კადრები კაკლების დასახლებიდან, სადაც ნახავთ, როგორ მშვიდად ატარებს დღეებს, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული, ქართველი რუსი ოლიგარქი. ეფესბეს აგენტი, ოთარ ფარცხალაძე, დასანქცირების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა და წყნეთში, თითქმის მთელი კვირა იმყოფებოდა. ამ პერიოდში, მან ყველა საქმის მოგვარება მოასწრო - მილიონობით ლარის ქონება - სახლები, მიწები, ბიზნესი და პირადი ეკლესია შვილს, ანდრია ფარცხალაძეს, უპრობლემოდ გადაუფორმა. შაბათის ფორმულაში გიჩვენებთ კადრებს, რომელიც ფარცხალაძის საქართველოში ყოფნას ადასტურებს და ასევე გაგაცნობთ დოკუმენტაციას, რომელიც 19 სექტემბრით თარიღდება და სადაც ნათქვამია, რომ ქონების გადაფორმება და მისი ნოტარიული წესით დამოწმება, მოხდა წყნეთში, კაკლების დასახლებაში და მას ყველა მხარე ესწრებოდა.