საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე და ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია", - ნათქვამია განცხადებაში.