საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მხოლოდ მსუბუქი და მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები.
დეპარტამენტის ცნობითვე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.