საბურთალოზე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

საბურთალოზე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, ოთარ ჭილაძის ქუჩაზე კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

ფორმულას ინფორმაციით, დაზარალებულს სხეულზე მძიმე დაზიანებები არ მიუღია და ის ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ცნობებით, შემთხვევას წინ სიტყვიერი ან ფიზიკური დაპირისპირება არ უძღოდა. ხოლო დამნაშავემ ადგილიდან გაქცევა მოახერხა.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.