ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, დღეს კომპანია ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქ. N15ა-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10:00-დან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში: ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზას, უნივერსიტეტის ქ. N42-60(ლუწები) N 2,8,15, 17, 19, 22, ლევან ალექსიძის, ჯურხა ნადირაძის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, გიორგი დანელიას, ბაგებში უნივერსიტეტის ყოფილ საერთო საცხოვრებელს, წყნეთის გზატკეცილი N65,67.
გარდა ამისა, წყალმომარაგება შეუწყდება მთაწმინდის რაიონის ნაწილსაც. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მთაწმინდის რაიონში, შევჩენკოს ქ. N5-თან, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც დღეს, 12:00-დან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მთაწმინდის რაიონში: ბესიკის N 2-6 (ლუწებს), N 1-5 (კენტებს), შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ზურაბ ჟვანიას N 7-11 (კენტებს) ქუჩებს, რუსთაველის გამზ. N16.
კიდევ ერთი შეზღუდვა საბურთალოს რაიონსაც შეეხება. 20 ოქტომბრის 23:00-დან 21 ოქტომბრის დილის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: მიცკევიჩის N 26-72 (ლუწებს) N 25ბ-69 (კენტებს), ტანძიას, ბურძგლას, ტაშკენტის N10, 10ა, 10ბ, 10გ, ჯანო ბაგრატიონის N6 ქუჩებს, ყაზბეგის გამზ. N 12, 16, 18.