საბურთალოს, ისნისა და მთაწმინდის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდებათ
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) ინფორმაციით, თბილისში, საბურთალოს, ისნისა და მთაწმინდის რაიონებს წყლის მიწოდება დილამდე შეუწყდებათ.
- საბურთალოს რაიონში, სოფ.დიღომი, ნესტან დარეჯანის ქ. N 15ა თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09/01 21:30-დან 10/01 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ.დიღომი ნესტან დარეჯანი, ვეფხისტყაოსანი, დავარი, ასმათი, რამაზი, ფატმანი, რაინგესი N 1-35(კენტებს), 2-36(ლუწები) და ჰუბერტის ქუჩებს.
- ისნის რაიონში, პატარძეულის ქ. N 5 ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 09/01 19:10-დან 10/01 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: პატარძეულის, უჯარმის, კაკულიას, დოლაბაურის 1 და 2 ქუჩებს და შესახვევებს, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის და კაჭარავას ქუჩებს.
- მთაწმინდის რაიონში, დაბა შინდისში, წყალი შეწყვეტილია მ. ჯავახიშვილის ქ. N 20 თან სატუმბო სადგურში ქსელზე დაზიანების გამო, დაბა შინდისში: ჯავახიშვილის, ტაბიძის, ბარნოვის, ილია ჭავჭავაძის, დუმბაძის, მელიქიშვილის, ნაძვნარის, 9 აპრილია და სატყეოს ქუჩებზე წყალმომარაგების აღდგენის დრომ გადაიწია 10/01 06:00-მდე.