საბერძნეთში, აგიოს პანტელეიმონში, საქართველოს მოქალაქე ცოლისა და 3 არასრულწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
თავდამსხმელი 74 წლის საბერძნეთის მოქალაქეა. კაცი ქართველი ემიგრანტების მეზობელია.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ოჯახი ერთ-ერთი წვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა, სადაც თავდამსხმელიც იყო დაპატიჟებული. მოგვიანებით, ღამის 02:30 საათზე შეიარაღებული მეზობელი ქართველი ემიგრანტების სახლში შევიდა და კაცს ესროლა.
ის აგრეთვე ემუქრებოდა ოჯახის სხვა წევრებსაც. დაჭრილია მოკლულის ცოლიც. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. უცნობია მისი ჯანმართელობის მდგომარეობა.