საბერძნეთში სახლებისა და მანქანების ძარცვაში ბრალდებული 2 ქართველი დააკავეს

საბერძნეთში სახლებისა და მანქანების ძარცვაში ბრალდებული 2 ქართველი დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქე - 32 წლის და 37 წლის კაცები დააკავეს. ისინი სახლებისა და ძვირადღირებული მანქანების ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები.

ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, მძარცველები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, 4 წლის განმავლობაში მოქმედებდნენ. მათზე ჯამში დაკავების 9 ორდერი იყო გაცემული.

ორივე კაცი პარასკევს, 22 დეკემბერს ქალაქ ჰერაკლიონში დააკავეს. მათ პირადობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები აღმოაჩნდათ.

პოლიციის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.