საბაჟო ტერმინალის მშენებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში

საბაჟო ტერმინალის მშენებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში

საქართველოს ხელისუფლება მეორე დღეა, კონკრეტულს არაფერს ამბობს ფორმულას მიერ მომზადებულ რეპორტაჟზე. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ არ იცის, რას ემსახურება მშენებლობა, რომელიც ენგურის ხიდთან მიმდინარეობს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მასშტაბური სამუშაოებია დაწყებული. ხელისუფლებამ ან მართლაც არაფერი იცის, რაც სრულ უმოქმედობას ნიშნავს ან იცის და მალავს. ისმის შეკითხვა - რატომ ? და რა გეგმები აქვს საოკუპაციო რეჟიმს?