საბანაძე: უნდა იყოს ინდივიდუალური სანქციები - არ ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ

ინდივიდუალური [სანქციები] უნდა იყოს მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზე პასუხს აგებენ. მაგალითად, რომ არ ჰქონდეთ საშუალება, რომ თავისი შვილები აშშ-ის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ, ასევე, სხვა მიმართულებები.

თუმცა, ეს არ უნდა აისახოს სამოქალაქო სექტორზე, არ უნდა აისახოს საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ამ დემოკრატიული მიმართულებით მხარდამჭერია. ასევე, არჩევნების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანია - არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება.

თქვა ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნატალია საბანაძემ აშშ-ის კონგრესში, სადაც საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს.