ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სააპელაციოს განაჩენს უზენაესში გაასაჩივრებენ, შემდეგ იქნება სტრასბურგი. ლელოს ლიდერები და ტვ პირველის დამფუძნებლის მამა ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს მეორე ინსტანციამ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფულის გათეთრების მუხლი თაღლითობით შეიცვალა, მოსამართლემ ბრალდებულებს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც ხანდაზმულობის გამო გაბათილდა.