სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბექა ჯაიანი უვადო პატიმრობაში დატოვა

სააპელაციომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბექა ჯაიანი უვადო პატიმრობაში დატოვა

პროკურატურის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ბექა ჯაიანისთვის გამოტანილი განაჩენი [უვადო თავისუფლების აღკვეთა] უცვლელად ძალაში დატოვა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად სცემდა კესარია აბრამიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კესარია აბრამიძე 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, მის საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვეს.

ბექა ჯაიანი პოლიციამ 19 სექტემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, 1998 წელს დაბადებული ჯაიანი გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.