საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დერუსიფიკაციასთან დაკავშირებით ლელოს კონცეფციას ეთანხმება და ამბობს, რომ დერუსიფიკაცია უნდა იყოს ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს.
გარდა ამისა, ის ემხრობა უჭერს მამუკა ხაზარაძის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ "შუა უნდა შეიკრიბოს".
"მთლიანად ვეთანხმები ლელოს მიერ წარმოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა.
რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს. ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. "გამარჯვების კოალიციამ" უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ.
ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს"- წერს სააკაშვილი.
20 ნოემბერს პარტია ლელომ 9-პუნქტიანი გეგმა დააანონსა. როგორც ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა, "საქართველოს დაცვის აქტის" მიზანი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.
ლელოს მიერ წარმოდგენილ გეგმაში, მათ შორის, შედის შემდეგი ნაბიჯები: რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა; რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა; რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება; რუსეთთან ფრენების აკრძალვა; რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა; რუსული ფონდების აკრძალვა.
22 ნოემბერს მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა: "შუა უნდა შეიკრიბოს".