სააკაშვილი: როგორც არ უნდა ეცადონ, გამაჩუმონ, ვაპირებ, ჩავერთო ქვეყნის გადარჩენის პროცესში

მინდა, მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, შემდეგი არჩევნები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში 1990 წლის შემდეგ. 1990 წელს კომუნისტურმა პარტიამ წააგო არჩევნები, მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო მოვიდა, სხვა ძალებთან ერთად და მათ მოახერხეს საქართველოს საბჭოთა კავშირიდან დახსნა. ზუსტად ასეთი გამოწვევების წინაშე ვართ დღეს და ეს სასამართლოს, ჩემი პატიმრობაც უკავშირდება იმას, რომ ისინი აპირებენ, უკან დაგვაბრუნონ საბჭოთა კავშირში. ისინი აპირებენ, რომ ჩააბეტონონ მათი ყოფნა და ესენი არჩევნებით წასვლას არსად არ აპირებენ. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს, ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ წავლენ. ისინი წავლენ, მაგრამ როცა ჩვენ ვიმოქმედებთ ერთობლივად, კოორდინირებულად და ერთმანეთთან შეთანხმებით.

ეს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის დღეს მიღებული, ელექტრონული სისტემა, არის თავიდან ბოლომდე გაყალბებაზე აგებული სისტემა, ეს არის დაახლოებით ის, რაც აქვთ რუსეთში, პუტინმა რაც შემოიღო და ეს არის სისტემა, სადაც არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ვინ რა ხმას მისცემს, ერთი კაცი შუშის სასახლეში გადაწყვეტს.

[...] როგორც არ უნდა შეეცადონ ჩემს გაჩუმებას, იქნება ეს კლინიკაში, თუ ციხეში, თუ სასამართლო სხვადასხვა გარჩევების დროს, მთავარია, საქართველოში ვარ და აქტიურად ვაპირებ, ჩავერთო საქართველოს გადარჩენის პროცესში.

განაცხადა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც დისტანციურად ესწრება.