ევროკავშირის სტატუსის პრობლემა სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან - პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს და ჩვენს ქვეყანაში არის კორუფცია. პრაქტიკულად, ევროკავშირს უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არშემჩნევა და ასე მოცემა ამ სტატუსის, მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა, ეს პრობლემები პირდაპირ არის კავშირში იმასთან, რასაც დღეს ვიხილავთ.
განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე. აღსანიშნავია, რომ დისტანციურად ჩართვის პროცესში სააკაშვილის მიმართვა გათიშეს. მოსამართლემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტი სისხლის სამართლებრივ საქმეს გასცდა და "პოლიტიკურ მიმოხილვას" აკეთებდა.