გუშინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა პუტინი, რამაც კიდევ უფრო მოაახლოვა უკრაინის გამარჯვება.
წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. ასე ეხმაურება ის ევგენი პრიგოჟინის 23 ივნისის აჯანყებას - პრიგოჟინმა აჯანყება დასრულებულად გუშინ გამოაცხადა. როგორც კრემლის პრესსპიკერმა მოგვიანებით თქვა, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ვაგნერის ხელმძღვანელი ბელარუსში გაემგზავრება.