სააკაშვილი: ჩვენი ამოცანაა მობილიზაცია, პარტნიორებთან ერთად არჩევნების შედეგების დაცვა

ჩვენი ამოცანა დღეს არის აუცილებელი მობილიზაცია. ჩვენ აუცილებლად პარტნიორებთან ერთად დავიცავთ არჩევნების შედეგებს. ისინი აპირებენ, რა თქმა უნდა, გაყალბებას, თავისი ციფრების დაწერას, ჩვენ კი ვაპირებთ ორგანიზებულად ნამდვილი ციფრების მოპოვებას, ნამდვილი ეგზიტპოლების შედეგების დადებას, სადაც ისინი აუცილებლად წააგებენ, როგორ ვენესუელაში წააგეს და ამის შემდეგ, ჩვენ ყველამ ოპოზიციამ უნდა მოვნახოთ საერთო ენა კიდევ ერთხელ და ერთად გავუძლოთ ამათ შემოტევას.

ისინი შეეცდებიან დაგვღალონ, სატყუარები გამოაგდონ, დრო გაიყვანონ, ამასობაში ფიქრობენ, იქნებ რამე შეიცვალოს ამერიკაში და ყველამ დაივიწყოს საქართველო. არ უნდა დავავიწყებინოთ საქართველო მსოფლიოს. რამდენადაც ჩვენ ვიბრძოლებთ, იმდენად გვექნება მხარდაჭერა. ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ნახეთ მოსმენები კონგრესში და სენატში, ნახეთ სახელმწიფო მდივნის, ევროკავშირის განცხადებები და ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ ვიბრძვით, იმის გამო ხდება, რომ ჩვენ ამაყად ვუდგავართ ძალმომრეობას და ძალადობას.

თქვა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა ვივა მედიდან დისტანციურად ჩართვის დროს.