სააგენტო: 20-დან 22 ივნისამდე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

სააგენტო: 20-დან 22 ივნისამდე წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-დან 22 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - წერს სააგენტო.