რუტე ტრამპთან შეხვედრაზე: NATO ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას

რუტე ტრამპთან შეხვედრაზე: NATO ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას

13 მარტს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა.

რუტემ შეხვედრის შესახებ X-ზე დაწერა, რომ "NATO ძლიერია და ამერიკასთან ერთად ძლიერდება ის".

"ჩემთვის დიდი პატივია თეთრ სახლში დაბრუნება ჩემს კარგ მეგობართან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შესახვედრად.

NATO ძლიერია და ერთად ჩვენ ვაძლიერებთ მას", - წერს რუტე.