რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

"კამენსკოეში 42 წლის კაცი სასიკვდილოდ დაიჭრა. დაშავებული 46 წლის ქალი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დღის განმავლობაში რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა პოლოგოვსკისა და ვასილევკას რეგიონებში 89 თავდასხმა განახორციელეს. ამასთან, მტერმა უპილოტო საფრენი აპარატებიდან შეუტია ლევადნოეს, პიატიხატკას და ლობკოვოეს. მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან 6 შეტევა განახორციელა, არტილერიიდან კი 80", - თქვა ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსებმა 5 სარაკეტო და 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 67.