რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ნოვა კახოვკა დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"დაახლოებით 09:20 საათზე, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ნოვა კახოვკაში შეტევა, სავარაუდოდ, მართვადი საჰაერო ბომბებით განახორციელეს.
არსებული ინფორმაციით, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 12 კი დაშავდა", - აცხადებს ხერსონის საოლქო პროკურატურის პრესსამსახური.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.