რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, გუშინ რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

პროკუდინის თქმით, რუსული არმიის მხრიდან ხერსონის რეგიონის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერმა ხერსონს სამჯერ ესროლა.

"რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში, ბელოზერსკის თემის დასახლების საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე. რუსული აგრესიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

23 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასული დღის განმავლობაში, მტერმა რეგიონს 54-ჯერ ესროლა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ქალაქს ნაღმტყორცნებით ურტყამდნენ.