რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

"დღეს დილით რუსეთის არმიამ ხერსონის ცენტრი დაბომბა. ოკუპანტებმა 2 ადამიანი მოკლეს - 48 წლის კაცი და ქალი.

ამასთან, მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 59 წლის კაცი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - თქვა ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.