რუსულმა ძალებმა კრივი რიჰი დაბომბეს - შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

რუსულმა ძალებმა კრივი რიჰი დაბომბეს - შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, რუსეთმა კრივი რიჰი დაბომბა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

"დარტყმა კრივი რიჰზე. სამი რაკეტა ჩამოგდებულია. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. 3 ადამიანი დაიღუპა. 25 დაშავდა, მათგან 19 საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნანგრევების ქვეშ ისევ ხალხია.

საცხოვრებელი კორპუსის პირველიდან მეხუთე სართულამდე ბინები იწვის. ხანძრის შედეგად, 700 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა", - წერს დნიპროს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

რუსეთის თავდასხმას კრივი რიჰზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსი გამოეხმაურა.

"ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! ტერორისტებს ამას არასოდეს ვაპატიებთ და ისინი პასუხს აგებენ თითოეული რაკეტის გამო", - განაცხადა ზელენსკიმ.