დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე იმსხვერპლა.
კირილენკოს თქმით, ალექსეევო-დრუჟკოვკას დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ქალაქი დაახლოებით 11 საათზე დაიბომბა და რუსული ძალები საცხოვრებელ სექტორში შევიდნენ.
4 აპრილის დილის მდგომარეობით, რუსული ჯარების მხრიდან დონეცკის რეგიონის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ 1450 ადამიანი დაიღუპა, 3339 კი დაშავდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.