რუსულმა ძალებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - არიან დაშავებულები

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაშავდა.

"რაშისტები დღეს დილით, 09:10 საათზე, ქალაქს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს ორი რაკეტით. წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა, თუმცა 2 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს", - თქვა დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გუშინ, რუსულმა არმიამ დონეცკისა და ხერსონის ოლქები დაბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.