რუსული ტერორის 678-ე დღე

რუსული ტერორის 678-ე დღე

უკრაინაზე დღევანდელი სარაკეტო თავდასხმა რუსეთს 620 მილიონი დოლარი დაუჯდა. ვლადიმერ პუტინი, დაპირებისამებრ, მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ტერორს აძლიერებს. დიდი ქალაქები, სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მშვიდობიანი მოსახლეობა საოკუპაციო ძალების იერიშების სამიზნე ყოველდღიურად ხდება. 5 დაღუპული და 120-ზე მეტი დაშავებული- ასეთია დღევანდელი შეტევის შედეგი. "ტერორისტულმა რეჟიმმა მოსკოვში უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო გაერთიანება თვალს არ დახუჭავს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე."- დაწერა დღეს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. რუსეთის ინტენსიური შეტევის დროს პოლონეთმა საკუთარი საჰაერო სივრცის დასაცავად ოთხი ეფ-16 ტიპის გამანადგურებელი მზადყოფნაშიც მოიყვანა.