
ტრამპი რუსეთთან ულტიმატუმის თამაშს თამაშობს: 50 დღე თუ 10... მას ორი რამ უნდა ახსოვდეს:
1. რუსეთი არც ისრაელია და არც ირანი.
2. ყოველი ახალი ულტიმატუმი საფრთხე და ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ მის საკუთარ ქვეყანასთან. ნუ წახვალთ "მძინარე ჯოს" გზაზე!
წერს რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში.
დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთს, უკრაინის ომში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, 10-12 დღეს აძლევს.