ქვეყანა და ხალხი ევროკავშირისკენ, ხელისუფლება კი რუსეთის გზით მიდის- ეს ორი მიმართულება კი ერთმანეთისგან იმდენად დაშორებულია, რომ ერთ სივრცეში მათ თანაარსებობას გამორიცხავს. ამიტომ არჩევანიც თან რთული თან ამავე დროს, ძალიან მარტივია - ან ევროპის გზით მივდივართ, ან რუსული ხომალდის მიმართულებით, საითაც ქართული ოცნება დიდი ხნის წინ დაიძრა, მაგრამ ოლიგარქის რეჟიმის რუსული სახე არც ერთ ეტაპზე ასე ღია და აშკარა არ ყოფილა, როგორც ეს 2023 წელს მოხდა; ქართული ოცნების ხელისუფლებამ, არაერთგზის დაამტკიცა, რომ რუსული კანონი, რუსული ფრენები, უვიზო რეჟიმი, ე.წ. დათბობის, არგაღიზიანების თუ მშვიდობის პოლიტიკა, სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა კრემლის სცენარის საქართველოში გამეორება და შეგუება ქვეყნის ოკუპაციასთან; სწორედ ამიტომ, რუსეთი ისევ განაგრძობს ჩვენი მიწების მიტაცებას და ხალხის გატაცებას, ისევ გვიკლავს მოქალაქეებს და ე.წ. მეორე ფრონტი, რომლითაც ხელისუფლება ჩვენ მუდმივად გვაშინებს, შესაძლოა ახლა სწორედ რუსეთის გადაწყბეტილებით გაიხსნას, თუ ოჩამჩირეში კრემლი მის გეგმას სისრულეში მოიყვანს