რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში ორ მაღალსართულიან კორპუსს დრონები დაეჯახა

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში ორ მაღალსართულიან კორპუსს დრონები დაეჯახა

რუსული მედია იუწყება, რომ 30 მაისის ღამეს მოსკოვში ორი მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა - მათი მტკიცებით, მიზეზი დრონების შეჯახებაა. მედიის ინფორმაციით, აფეთქება დილის 4 საათზე მოხდა.

გამოცემა BAZA წერს, რომ აფეთქების შედეგად, დაზიანდა ფანჯრები, ხოლო მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, სახლის მიმდებარედ, მცხოვრებლებმა დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. მედია იუწყება, რომ მაღალსართულიან კორპუსში აფეთქების ადგილზე ბომბის ტექნიკოსები და FSB-ის თანამშრომლები მუშაობენ.

ინფორმაციას ავრცელებს პროპაგანდისტული მედია რია ნოვოსტიც და აღნიშნავს, რომ დრონები ქუჩაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს დაეჯახა - მათი ცნობით, დაზიანდა შენობების ფასადი და მინები.